კომაროვის სკოლაში ეკონომიკის წრე იხსნება

კომაროვში ფუნქციონირებას იწყებს ეკონომიკის წრე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომაროვის სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებისათვის.

 

ეკონომიკის წრე ელის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ: 

 

·      რა მექანიზმებია ვალუტის კურსის ცვლილების, ინფლაციის, უმუშევრობის დონისა თუ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უკან;

·      თუ რის მიხედვით ადებენ ფირმები საკუთარ პროდუქციას ამა თუ იმ ფასს და აინტერესებთ თუ როგორია ოპტიმალური წარმოების პირობა; 

·      ცდილობენ ახსნან როგორ არეგულირებს ბაზარი ეკონომიკურ პროცესებს და რა  როლი აქვს სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში;

·      ასევე, სურთ დაადგინონ თუ როგორი სტრატეგია უნდა აირჩიონ ამა თუ იმ თამაშში (ცხოვრებაში!), რომ მოგების ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდეთ;

 

წრე იწყება 25 ნოემბრიდან და ჩატარდება პანსიონის შენობაში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 16:00-ზე. წრის ხანგრძლივობა შეადგენს 1.5 საათს. 


წრის ხელმძღვანელია ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის - ISET მაგისტრი Class 21 შოთა ქათამაძე


საკონტაქტო ინფორმაცია - katamadze.sh@gmail.com


ზემოთ